Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

June 3, 2026
ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად (საქართველოს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენა და ელექტროქვესადგურების მშენებლობა) და საავტომობილო გზის მონაკვეთების (ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხე და გურჯაანი-თელავი) მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი – „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“.

„პროექტის განსახორციელებლად IBRD-ს მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტროქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

პროექტის ჯამური ღირებულებაა დაახლოებით 751 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.

რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით. აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მსოფლიო ბანკმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველო, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით, ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში თავის როლს აძლიერებს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილმა ქალმა 8 სართული ირბინა და შველას ითხოვდა – ახალი დეტალები
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge