Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით და უნდა გადადგეს! – თაზო დათუნაშვილი

June 3, 2026
ირაკლი კობახიძემ უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით და უნდა გადადგეს! – თაზო დათუნაშვილი

ირაკლი კობახიძემ უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით და უნდა გადადგეს! – ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილმა ისაუბრა მომატებულ ფასებზე, ინფლაციაზე და თქვა, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია, რომელსაც ფასები უნდა დაეწია, სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეების დაცინვა იყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაცინვაა ისიც, რომ პენსიონერებს მხოლოდ 20 ლარით მოემატათ პენსია, ხოლო ჩინოვნიკებს მთავრობამ ათასობით გაუზარდა ხელფასები.

ამ სავალალო და სამარცხვინო ვითარებაზე პასუხისმგებელი არის ირაკლი კობახიძე – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

“საქართველოში დასრულდა ფასების ზრდის მეექვსე თვე და ახლა შეგვიძლია ირაკლი კობახიძის პოლიტიკური კრახის და ტოტალური ტყუილის მეექვსე თვის, მაისის თვის მონაცემები მოგახსენოთ. ფასების მსურველის, ფასების კომისიის კრახი მაისის თვის საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება. საქართველოში მაისის თვის წლიური ინფლაცია 5.7%-ია. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები შემდეგნაირად გაიზარდა:

— დიზელის საწვავი გაძვირდა 48%-ით;

— ბენზინი გაძვირდა 26.34%-ით;

— თევზეული გაძვირდა 20.9%-ით;

— ხორცი გაძვირდა 10.1%-ით;

— პური და პურ-პროდუქტები გაძვირდა 7%-ით;

— ხილი გაძვირდა 6.5%-ით;

— ზეთი გაძვირდა 6.1%-ით.

დღეს კიდევ ერთხელ თამამად და უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტში შექმნილი სამარცხვინო კომისია, “სუსის” მასზე უფრო სამარცხვინო გამოძიება, პროპაგანდისტული არხების და ირაკლი კობახიძის გაუთავებელი ტყუილები იმის შესახებ, რომ საქართველოში ფასების ზრდას რაიმენაირად მათი ხელით და მათ პირობებში მოევლებოდა, იყო მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების დაცინვა! დაცინვა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს გვერდით დგომა და რომლებსაც უნდათ, რომ სჯეროდეთ იმისა, რასაც ეუბნება ხელისუფლება, რადგან უჭირთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, იმედები გაუცრუა ირაკლი კობახიძემ და “ქართულმა ოცნებამ”.

“ძლიერი საქართველო – ლელო” უკვე თვეებია ამბობს, მას შემდეგ, რაც ბაზარზე სავალალო ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომ საჭიროა სახელმწიფომ მიიღოს დროებითი ღონისძიებები. კერძოდ, გაუქმდეს ან შემცირდეს ბენზინზე აქციზის გადასახადი, რომ ბენზინის ფასი რაღაც თვალსაზრისით “დაიჭირონ”. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ბენზინზე აქციზის გადასახადის გაიაფების დაპირების მიუხედავად, ” ქართულმა ოცნებამ” 2017 წელს ბენზინზე აქციზის გადასახადი გააორმაგა. აქციზის შემცირება პირდაპირ გავლენას მოახდენს არამარტო საწვავის ფასზე, არამედ ყველა დანარჩენ პროდუქტსა და სერვისზე, რომელზეც ბენზინის ფასი ახდენს გავლენას და მინიმუმ შეაჩერებს ფასის მომდევნო ზრდას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვიურად იმატებს.

საქართველოში მაღალი ინფლაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ამხანაგი კობახიძე, 20 ლარით გაუზარდა პენსიონერებს პენსია და ათასობით ლარით გაეზარდათ ხელფასი ჩინოვნიკებს. ეს მთავრობა, რომელიც ლაპარაკობს ხალხის სამსახურში ყოფნაზე, ემსახურება მხოლოდ თავის ჩინოვნიკებს. საქართველოს მოაქალაქეები, პენსიონერები იქნებიან ისინი თუ არაპენსიონერები, ყოველთვე და მაისის თვეშიც, აკეთებდნენ არჩევანს საკვების, მედიკამენტების შეძენასა და კომუნალური გადასახადების გადახდას შორის, რადგან სამივეს ისინი ვერ ახერხებენ. ქართველი პენსიონერები თავიანთი პენსიის მხოლოდ 20%-ს ხარაჯვენ იმ ხარჯებისა, რომელიც მათ სტანდარტულად აქვთ.

ამ სავალალო და სამარცხვინო ვითარებაზე პასუხისმგებელი არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით და უნდა გადადგეს! 6 თვე შესრულდა, რაც აბსოლუტურ ტყუილში ამყოფებს საქართველოს მოქალაქეებს! ატყუებს ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა.- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ
  • შეხვედრა დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდების მშობლებთან – მიხეილ სარჯველაძის პირველი კომენტარი
  • ბოლო 4 თვეში საქართველომ რუსეთში 44.9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც საერთო ექსპორტის 61%-ია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge