ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.
პრემიერმა მშობლებთან შეხვდრა 2 თვიანი პროტესტის და მის კაბინეტთან გათენებული ღამეების შემდეგ გადაწყვიტა.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ხელიდუფლება მათთან კონკრეტული შემოთავაზებით მივა კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით დაკავშირებით.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ შეხვედრისთვის. იმედი გვაქვს, ხელისუფლებაც მზად არის და კონკრეტული შემოთავაზება აქვთ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რა ვადაში იქნება შემოტანილი და როდის მიიღებენ ბავშვები. ველით, რომ ეს იქნება ნაყოფიერი შეხვედრა“, – აღნიშნა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.
ფოტო: “ინტერპრესნიუსი”
