Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შსს-ში წესრიგი მოშლილია, სისტემა გამოიყენება, არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად” – გიორგი ჭანტურია

June 3, 2026
“შსს-ში წესრიგი მოშლილია, სისტემა გამოიყენება, არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად” – გიორგი ჭანტურია

შსს-ში მოშლილია ყველანაირი წესრიგი, გაჩენილია დაუსჯელობის შეგრძნება და სისტემა გამოიყენება, არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად – ამის შესახებ გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში ტრაგიკულად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები და გახმაურებული ფაქტები შეაჯამა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.

“თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა,
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს,
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს,
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა,
ამ მომენტშიც მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს ეძებენ,
სენაკში კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა,
რუსთავში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს,
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა,
გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს,
ბათუმში მამაკაცი, რომელიც ცოლ-შვილს ელოდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს,
ნარკოტიკების ზედოზირებისგან არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ბოლო 1 კვირის გახმაურებული ფაქტებია, რაც ზუსტად ვიცით და არ დაიმალა.
ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია ტრაგიკულად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები – მათ შორის, დღისით, მზის შუქზე, სროლები ქუჩებში, ფემიციდი, დაჭრის ფაქტები და ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები.

ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.
ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი არა მოქალაქეებზე ზრუნვა, კრიმინალთან, ავტოსაგზაო შემთხვევებთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა და პრევენციაა, არამედ ოცნების ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა, ტროტუარზე მყოფი ადამიანების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფურად ცემა-დაშინება და მოქალაქეების ფეისბუქზე კრიტიკული პოსტების სქროლვა-სქრინვა გახდა.
ამ ყველაფრის გამო, სამართალდამცავი სისტემა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ფაქტია, რომ მარტის აქციების პერიოდში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე და შემდეგ ორდენებით დააჯილდოვა მოძალადეები, მას შემდეგ სამინისტროში მოშლილია ყველანაირი წესრიგი, გაჩენილია დაუსჯელობის შეგრძნება და სისტემა გამოიყენება, არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად.

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს – ფაქტია, რომ დღეს დაცული ამ ქვეყანაში არავინაა. სამართალდამცავი სისტემები მოშლილია და მათი პრიორიტეტები აცდენილია, მათ რეალურ პასუხისმგებლობებს. ასეთ მძიმე ვითარებაში ვალდებულები ვართ, თითოეულმა ჩვენგანმა მეტი სიფრთხილე და თანადგომა გამოვიჩინოთ”, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში წინა წელთან შედარებით ხორცი 10.1%-ით გაძვირდა, თევზი კი 20.9%-ით
  • კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
  • ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge