მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე სააპელაციოს განხილვების ეტაპზეც პროკურატურისგან საპროცესო გარიგებას ითხოვს – დაცვის მხარე ამბობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე თანახმაა გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, ოღონდ მისთვის “მისაღები პირობებით”.
თუ რა იქნება მისაღები პრიობები მსჯავრდებული მაღალჩინოსნისთვის, ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ “ყველაზე მისაღები პირობა გათავისუფლებაა”.
“ვითხოვთ იგივეს, რასაც ვითხოვდით პირველ ინსტანციაში – სრუალდ გამართლებს, რაც შეეხება ვადებს – გაურკვეველია. ბატონი მიქუტაძე თანახმაა, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ იქნება მისაღები პირობები. ამ ეტაპზე არანაირი პრიობა არ შემოუთავაზებიათ. ყველასთვის ყველაზე მისაღები პირობა გათავისუფლებაა, თუმცა ამაზე არ ყოფილა ჯერ საუბარი, ვინაიდან აქამდე არც მისულა საქმე. ბატონმა რომეომ მიმართა განცხადებით პროკურატურას, ჯერ პასუხი არ მიგვიღია”, – ამბობს ადვოკატი
დღეს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოს უფელბადამცველს “ტვ პირველმა” ასევე ჰკითხა, ხომ არ ელოდება მიქაუტაძე ახალი ბრალის წარდგენას გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს ეპიზოდზე, რაც ქრთამის გადაცემას უკავშირდება.
ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით ახალი ბრალის თაობაზე პროკურატურიდან არ დაკავშირებიან.
“ჩვენ არ დაგვკავშირებია პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ არ ვიცით რა გეგმები აქვს პროკურატურას”, – აცხადებს ადვოკატი.
16 მარტს სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – “ფულის გათეთრებაში”, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მისი ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა “ნახიდურჰესის” 15%-იანი წილი.
მიქაუტაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
