Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლო ელისო კილაძის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს

June 2, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლო ელისო კილაძის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ელისო კილაძის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. ჟურნალისტის სასამართლო პროცესი დღეს კვლავ დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, როგორც კი საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, ადვოკატები კიდევ ერთხელ დააყენებენ შუამდგომლობას და პროცესების გახსნას მოითხოვენ.

ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე “პირველებთან” განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში ყველას მიმართ არის მტკიცებულებები, გარდა ელისო კილაძისა.

ამასთან მისივე განმარტებით, დაკავებულ ჟურნალისტს ქონება 2023 წლამდე აქვს შეძენილი – “ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მათ ქოლ-ცენტრები ჰქონდათ და აგუგუნებდნენ ამ ქარხანას, 2023 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო შენაძენი”.

“ყველაფერია ამ საქმეში, მტკიცებულებები ყველას მიმართ, გარდა ელისო კილაძისა და ედავებიან რას – 2 მუხლს – ერთია თაღლითობა 180-ე მუხლით, თაღლითობა ნიშნავს, რომ ელისო კილაძეს უნდა მოეტყუებინა ვიღაც და ამ მოტყუების გზით დაუფლებოდა მის ქონებას ან ფულს, ასეთ შემთხვევაზე არცერთი მტკიცებულება არ არის. მეორე ბრალდება არის, რომ ელისო კილაძეს უნდა მიეღო უკანონო შემოსავლები ქოლ-ცენტრებიდან და ამ შემოსავლებით ფულის გათეთრება უნდა მომხდარიყო, ან უნდა შეეძინა ქონება, არც აქ არ არის არავითარი მტკიცებულება.

ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მათ ქოლ-ცენტრები ჰქონდათ და აგუგუნებდნენ ამ ქარხანას, 2023 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო შენაძენი, ელისოს რაც აქვს შეძენილი, 2023 წლამდე აქვს. მერე მეორე, წარმოდგენილია ყველა ფინანსური დოკუმენტი ამ ქონების შეძენასთან დაკავშირებით, არის ოფიციალური კანონიერი შემოსავლები,” – თქვა ვალერი გელბახიანმა.

უფლებადამცველი ნათია კოტრიკაძე განმარტავს, რომ ელისო კილაძის ქონება დაყადაღებულია, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მის ოჯახს ბინების შეძენის შესაძლებლობა ისედაც ჰქონდა.

“ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები, ელისო კილაძის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აი ამის დაუშვებლობას ითხოვს ბრალდების მხარე. დადასტურება გვინდოდა იმის, რომ ბინები, რომლებიც ელისო კილაძეს დაუყადაღეს, ანუ ინდივიდუალური, თავისი შვილის, მეორე შილის და თავისი საკუთარი ბინა დაყადაღებულია და ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ელისო კილაძის ოჯახს ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ თითო ბინა ეყიდა და არა ზოგიერთებივით რამდენიმე უძრავი ქონება შეეძინა,” – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

პროკურორის თქმით, საქმე არსებითად განსახილველად უნდა გადასცემოდა სასამართლოს.

“ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, ვინაიდან ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. ჩემი შეფასება არის, რომ ისინი იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რაც კოდექსით არის გაწერილი. დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ დაცვის მხარის პოზიცია და ველოდები, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება სხვა ეტაპებს, ასევე დღეს განხილული იქნება უნდა გადაეცეს თუ არა საქმე არსებითად განხილვას, ეს არის წინასასამართლო სხდომის განუყოფელი ნაწილი. ბუნებრივია, ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა, უნდა გადაეცეს არსებითად განსახილველად, ვინაიდან მტკიცებულებები, რაც ამ სტანდარტისთვის არის საჭირო, ჩვენ სახეზე გვაქვს, ამაზე გაცილებით მაღალი სტანდარტიც კი არის მტკიცებულებები,” – ამბობს პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი.

შენიშვნა: კომენტარები სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩაიწერა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ 7 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ დედას ბრალი წარუდგინა და ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა
  • 2027 წლის მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო იქნება შიდა სამგზავრო გადაყვანისას ტრანსპორტის აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით – კობახიძის ანგარიში
  • ცნობილია სენაკში მეზობლის მიერ მოკლული ქალის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge