Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიხეილ სააკაშვილმა პოლემიკას წერტილი დაუსვა – წარსულის ცალკეულ კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს ბრძოლას, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წარსულის ტრავმებით ნუ ვიხელმძღვანელებთ” – ლევან ბეჟაშვილი

June 2, 2026
“მიხეილ სააკაშვილმა პოლემიკას წერტილი დაუსვა – წარსულის ცალკეულ კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს ბრძოლას, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წარსულის ტრავმებით ნუ ვიხელმძღვანელებთ” – ლევან ბეჟაშვილი

წარსულის ცალკეულ კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს დღევანდელ რეალობას და ბრძოლას, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ერთმანეთის შესახებ გაკეთებული განცხადებები.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ყველას აქვს წარსულში წყენა, კარგი ან ცუდი გამოცდილება, მაგრამ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ.

„ბატონ მელიას განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო და ყველა ყველაზე კარგი პასუხი გასცა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, როდესაც წერტილი დაუსვა ამ პოლემიკას. დღეს მნიშვნელოვანია გამოვიდეთ იმ მოთხოვნებიდან, რომელიც ქართულ საზოგადოებას ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან აქვს- ეს არის ერთიანობა, საერთო სტრატეგიით ბრძოლა. ამიტომ, ბუნებრივია, წარსულის ცალკეულ კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს დღევანდელ რეალობას და ბრძოლას. ყველას აქვს წარსულის წყენები, კარგი ან უარყოფითი გამოცდილება, მაგრამ დღეს ჩვენ გვავალდებულებს ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესები, რომ საერთო ბრძოლით ქვეყნის მთავარ პრობლემას-ივანიშვილს და ქართულ ოცნებას“ ვუპასუხოთ“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია, რასაც აღიარებს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ბეჟაშვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მოუწოდებს, ამ ფაქტორით იხელმძღვანელონ.

„ამ ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველა დიდი წარმატება სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობას უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილი გაცილებით დიდი, ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია, მათ შორის არა მარტო საერთაშორისო პოლიტიკის, არამედ საქართველოს პოლიტიკის ნაწილში. გადაძახილები, წარსულის შეხსენება ან პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ნამდვილად არ ცვლის ამ ფაქტორს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის თუ თავისუფლებაზე, ამ ქვეყნის პოლიტიკის მთავარი ფაქტორია. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის საერთო ინტერესებიდან და დღევანდელ ბრძოლაში წარსულის ტრავმებით ნუ ვიხელმძღვანელებთ“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

როგორც მელია წერს, „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა” ჩამოსულიყო. ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს”.

პასუხად კი, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან – ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია სენაკში მეზობლის მიერ მოკლული ქალის ვინაობა
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge