Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“, აგრეთვე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ სხვა დანაშაულებში მხილებული 335 პირი” – კობახიძის ანგარიში

June 2, 2026
“2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“, აგრეთვე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ სხვა დანაშაულებში მხილებული 335 პირი” – კობახიძის ანგარიში

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“, აგრეთვე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ სხვა დანაშაულებში მხილებული 335 პირი, – ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, მასშტაბურია ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობაც, რამაც 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში 8 000–ს გადააჭარბა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან თანამშრომლობას. საანგარიშო პერიოდში, უცხოელ კოლეგებთან ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, გაიცვალა 13 000-ზე მეტი ოპერატიული ხასიათის ინფორმაცია 25 000 პირთან დაკავშირებით.“- ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველი ივნისიდან 2026 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულ პერიოდში დამონტაჟდა 1318 ვიდეოკამერა, რომელთაგან 1170 არის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, ხოლო 148 – სახელმწიფო სანომრე ნიშნების ავტომატური ამოცნობის ფუნქციით აღჭურვილი ე. წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერაა

„ საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოეწყო საშუალო სიჩქარის კონტროლის 40 სექცია, რომელიც, საერთო ჯამში, მოიცავს 159 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს.“- ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაგრძო აქტიური მუშაობა მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, საქართველოდან გაძევებული არალეგალურად მყოფი უცხოელების რაოდენობამ შეადგინა 2 154 პირი.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში გატარდა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 92 ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, გადამოწმდა 9 000-ზე მეტი პირი.

სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი და შეივსო 597 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
  • “კახა კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის! თბილისელებს მისი თავისმართლება არ აინტერესებს” – ნიკა ჩერქეზიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge