Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით” – კახა კალაძე

June 2, 2026
კახა კალაძე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტასთან დაკავშირებით, გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილით“ მიმართავს

ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას? – ასე უპასუხა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას.

მისი განცხადებით, როდესაც ოპონენტები მუნიციპალიტეტის მთავრობას მოუწოდებენ ესტაკადების, გვირაბების გაკეთებას ანდა გზების გაფართოებას, ეს ყველაფერი კვლევებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რამდენად მოაგვარებს არსებულ გამოწვევას და მსგავს პროექტებს ხომ არ ექნება მოკლევადიანი ეფექტი.

„ბოლო წლებში ხშირად ვისმენ კრიტიკას ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ვერ მოვისმინე რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები გადაიდგას. თქვენ, საუბრობთ, რომ გავაკეთოთ გვირაბები, ესტაკადები, მაგრამ ეს ყველაფერი კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს. უნდა არსებობდეს მოდელირება, ამით პრობლემის მოგვარებას რამდენად შევძლებთ. სამწუხაროდ, მეც დამემართა ასეთი რამ – 2017 წელს, მქონდა დაპირება, რომ „ვეფხვი და მოყმის“ მიმდებარედ, საავტომობილო ხიდს გავაკეთებდით. როდესაც დარგის სპეციალისტების ჩართულობით, დავიწყეთ მუშაობა, გაკეთდა მოდელირება, აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი იმ გამოწვევას ვერ უპასუხებდა, რომელიც ამ კონკრეტულ მონაკვეთში არსებობს. როდესაც ჩვენს პოლიტიკას აკრიტიკებთ, უმჯობესია კონკრეტულ კვლევებზე დაფუძნებული გამოსავალი შემოგვთავაზოთ.

მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს გაგვიკეთებია მოწოდებები, რომ ყველამ გააჩერეთ ავტომანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეთ-თქო. ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რომ ეს ქალაქი იყოს ყველასი, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანით, მოტოციკლეტით, სკუტერით მოსარგებლეებისთვის. გავიხსენოთ, 2017 წლამდე, რამხელა პრობლემა იყო ტროტუარზე ფეხით გადაადგილება. ტროტუარები ავტომანქანების საპარკინგო სივრცედ იყო ქცეული, მათ შორის, კარგი მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ჩვენ გადავდგით პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯები, მაგრამ ეს იყო საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქვემო ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge