მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში, ჩვენმა მეომრებმა 15 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ეს მნიშვნელოვანია. რუსეთმა საავიაციო საწვავისა და ბენზინის ექსპორტზე აკრძალვები უკვე დააწესა, ასევე დიზელის ექსპორტის აკრძალვასაც განიხილავს. მაისის მონაცემებით, რუსეთის ძირითად ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 40% მწყობრიდან არის გამოსული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, უკრაინას შესაძლებლობა აქვს, რომ რუსეთის სამხედრო ლოგიტიკას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მთელ სიღრმეზე დაარტყას.
„ჩვენი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ოკუპანტისთვის უსაფრთხო გზები პრაქტიკულად აღარ არის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანეტებისთვის სიმშვიდე არ ექნება. ეს დეფიციტზეც აისახება, პირველ რიგში, საწვავის დეფიციტზე ყირიმსა და ოკუპაციის ქვეშ მყოფ ჩვენს სხვა რეგიონებში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მოსალოდნელი მასშტაბური დარტყმის შესახებ გაფრთხილება კვლავ ძალაში რჩება.
„მათ ეს უკვე მოამზადეს. ჩვენი ცის დამცველები მზად არიან, რამდენადაც ეს არსებული მომარაგებით შესაძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
