“ჩვენ ასეთ ქმედებებს [რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავებას] უკანონოდ მივიჩნევთ; ეს საერთაშორისო მეკობრეობის ზღვარზეა” – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საფრანგეთის მიერ რუსულ ნავთობტანკერ Tagor-ის დაკავების შეფასებისას განაცხადა. მის კომენტარს რუსული Интерфакс ავრცელებს.
კრემლის სპიკერმა დასძინა, რომ რუსეთი იღებს ზომებს საკუთარი სატვირთო გემების დასაცავად და „ამას მომავალშიც გააგრძელებს ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით“
„ჩვენ ასეთ ქმედებებს [რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავებას] უკანონოდ მივიჩნევთ; ეს საერთაშორისო მეკობრეობის ზღვარზეა. კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით ხორციელდება“ – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
🔻 1 ივნისის დილას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობტანკერი Tagor, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება, დაკავებულია. ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, საერთაშორისო წყლებში განხორციელდა რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით. მაისის დასაწყისში შვედეთის სანაპირო დაცვამ ასევე დააკავა სანქცირებული გემი ტრელებორგის სანაპიროსთან
