ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს – “მაგნიტსკის აქტის“ ავტორმა ეს განცხადება “ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, სანქციები მუშაობს და დაწესებული შეზღუდვების გამო ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობა სხვა მთავრობების მაგალითს მიჰყვება და მას სანქციების სიაში დაამატებს.
“სანქციები ნამდვილად მუშაობს, მე დანამდვილებით ვიცი, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია, რომლებიც უკვე დაწესებულია მის წინააღმდეგ, ლონდონში მე გავამახვილე ყურადრება იმაზე, რომ ბრიტანეთის მთავრობამ აქამდე არ დააწესა სანქციები მასზე, სხვა მთავრობებმა კი ეს გააკეთეს. ივანიშვილს აქვს ბიზნეს ინტერესები დიდ ბრიტანეთში, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთის მთავრობა, სხვა მთავრობების მაგალითს მიჰყვება და მას სანქციების სიაში დაამატებს. ასე რომ, მისი აქტივები გაყინულია და მისი მოგზაურობა აკრძალულია” – განაცხადა ბილ ბრაუდერმა.
ბრიტანულ-ამერიკული წარმოშობის ფინანსისტმა და “მაგნიტსკის აქტის” ავტორმა, ბილ ბრაუდერმა დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ 6 მაისსაც მოუწოდა.
ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელს ეხებოდა.
