Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენებაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

June 1, 2026
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება – სხდომა დახურულია

გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენებაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა, არასრულწლოვანთა კოდექსის საფუძველზე სასჯელი 1/4-ით შემცირდა და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, არასრულწლოვანმა მოწმის სახით დაკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, სადაც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.” – წერს პროკურატურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი…რა დონის სასჯელი იქნება, პრაქტიკა გვიჩვენებს” – გია ვოლსკი
  • ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს
  • საქართველოში წელს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge