მდინარაძემ მიანიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მაგინებელ დეპუტატს, დიტო სამხარაძეს “მეგობრულად“ ესაუბრა.
თქვენ რა იცით, რომ სამხარაძეს მეგობრულად, თანამშრომლურად, თანაგუნდელობის ეგიდით, მანამდეც არ ვესაუბრებოდი, ამ თემაზე, – ასე უპასუხა “ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას მდინარაძემ, გააფრთხილებს თუ არა დიტო სამხარაძეს თავი შეიკავოს იმ შინაარსის სტატუსების წერისგან, რომელსაც აქამდე წერდა.
მდინარაძის თქმით, პრევენციას კანონი უზრუნველყოფს და არა პირადი ემოციები.
“პირდა ემოციებზე რატომ გადაგაქვთ ხოლმე? უხერხულობას გრძნობს, შეეშინდება, ნაკლებად შეშინდება, კანონს სცემს მეტ პატივს, ვიდრე შიში იქნება დომინანტი მისი პრევენციული ხასიათის მოქმედებში, ეს არის მისი, ნებისმიერი ადამიანის პირადი გადასაწყვეტი ამბავი, კანონის შიში თუ პატივისცემა, რომელი უზრუნვეყოფს იმას, ამაზე რომ ვილაპარაკოთ ჩვენ 65 % პატივისცემა, 35 % შიში, ასე ჩავყვეთ? არასერიოზული გამოვა. ამიტომ, პრევენციას კანონი უზრუნველყოფს, ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნებოდი, გავამართლებდი, შეიძლება დღესაც გავამართლო” – თქვა მან.
