მოქალაქე ივერი შაინიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ბავშვთა დაცვის დღეზე ამ ინფორმაციაზე უკეთესს ვერაფერს გაგიზიარებდით.
ბოლო გადარიცხვის შემდეგ დამატებით ჩაირიცხა 54 878.6 ლარი და გადაირიცხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის.
ამ დროის მონაცემებით თანხა შეადგენს 1 974 210.04 ლარს.
ძალიან ცოტა გვაკლია 2 მილიონამდე.
გთხოვთ ვიაქტიუროთ და დღევანდელი დღე გავულამაზოთ ჩვენს პატარა მეგობრებს.
ანგარიშებს კომენტარებში დავდებ.
დაიცავი ილიაუნი” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ივერი შაინიძე.
