Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ირაკლი ჩიხლაძე გაოგნებულია და არ იცის, რატომ ისჯება, რადგან მის საქმეს ძალიან ბევრი წელი აკეთებდა” – გიორგი გელხაური

June 1, 2026
“ირაკლი ჩიხლაძე გაოგნებულია და არ იცის, რატომ ისჯება, რადგან მის საქმეს ძალიან ბევრი წელი აკეთებდა” – გიორგი გელხაური

ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არაფერს აკეთებდა და არც ახლა გაუკეთებია. მისთვის გაუგებარია ამ მუხლით რატომ მოხდა ბრალდება და რატომ ისჯება, – ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ჩიხლაძეს არც ერთი პუნქტი არ დაურღვევია, რაც ჯაშუშობას მოიცავს.

“კითხვები დავსვი, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი გადასცა საკონტაქტო პირს, ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა, მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღე. არც ერთი პუნქტი, რომელსაც სსკდ-ის 314-ე მუხლი – ჯაშუშობა ითვალისწინებს, ირაკლი ჩიხლაძის მიერ არ დარღვეულა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო”, – განაცხადა გელხაურმა.

კითხვაზე, დასტურდება თუ არა, საქმის პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ორივე ბრალდებულის მხრიდან ფულის აღების ფაქტი დასტურდება, ადვოკატმა უპასუხა, რომ ის საქმის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

“პროკურორმა და გამომძიებელმა ჩვენ ამაზე საუბარი აგვიკრძალა გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერით. არ ვიცი, პროკურორმა რა ისაუბრა, მაგრამ მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე რომ ეს დავადასტურო, საქმის მასალა უნდა დავადასტურო, სწორედ აქედან გამომდინარე, ვარ საუბრის უფლებას მოკლებული. პროკურორი გამოვიდეს, საქმეს მოხსნას გრიფით “საუდუმლო”და ყველა მტკიცებულებას წარმოგიდგენთ, რასაც ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან.

ირაკლი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, დაკავების შემდეგ მას არანაირი სურვილი არ ჰქონია, ესაუბრა გამოძიებასთან. მათთან ის ისაუბრებდა, თუკი, შეკითხვას დაუსვამდნენ და როგორც მოწმეს დაკითხავდნენ და არა როგორც ბრალდებულად დააკავებდნენ, დააბრალებდნენ ღალატს და ჯაშუშობას.

ირაკლის ვკითხე, რა შეიძლება იყოს ის, რისთვისაც ის ისჯება, პასუხი იყო, რომ ის გაოგნებულია და არ იცის, რადგან ამას ძალიან ბევრი წელი აკეთებდა. სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არაფერს აკეთებდა და არც ახლა გაუკეთებია. მისთვის გაუგებარია ამ მუხლით რატომ მოხდა ბრალდება და რატომ ისჯება ის”, – განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატი ასევე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან ბრალდებულს.

“ნახეთ, როგორი მართლმსაჯულება ხორციელდება, პირს ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი, ამის შემდეგ, ადვოკატებს უთხრეს, მტკიცებულებებზე და მასალებზე ვერ ისაუბრებო, გაგვაფრთხილეს და ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, თვითონ საუბრობენ რაღაც ფულის გადაცემაზე. მტკიცებულებებს გავეცანით, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ გადმოგვცემია. იმ განჩინებასაც, რომლითაც სასამართლომ ის პატიმრობაში გაუშვა, არ გვაძლევენ, მოდით და გაეცანითო”, – განაცხადა გელხაურმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოკლულ ბავშვთან ერთად სახლში ქალის მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ” – ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სოხუმში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge