Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

June 1, 2026
მოკლული მასწავლებლის საქმე – სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“რატომ მაქვს ანი ნასყიდაშვილის და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ მაქსიმალური სასჯელის მოლოდინი?
მოსამართლეს ნოყიერი, მტკიცებულებებით გაჯერებული მასალა უდევს წინ.
მოსამართლეს აქვს ,,პეპლის ეფექტის” წინასწარ ჭვრეტის ვალდებულება საქართველოს მიმართ.
გიგა ავალიანის მკვლელობა არის არასრულწლოვანთა მოძალადე დაჯგუფების (უკვე დაკავებულია 7 და რამდენიმეს კიდევ ელოდება საბრალდებო სკამი.) მიერ ჩადენილი, ამავდროულად საქართველოში ყველაზე რეზონანსული საქმე და
აქ ლოიალობა იქნება არა არასრულწლოვანებზე ზრუნვა, არამედ დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერება.
მოსამართლემ ზედმიწევნით იცის საქმის ყველა ნიუანსი.
შესაბამისად მოლოდინი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების.
მე კი, რადგან ვფიქრობ, რომ საზოგადოება გარკვეულწილად ინფორმირებულია, მხოლოდ ზედაპირულად მიმოვიხილავ, არა სამართლებრივ, არამედ მოქალაქეობრივ ჭრილში, თუ რატომ უნდა მიესაჯოს ნასყიდაშვილს და ჩიქოვანს მაქსიმალური წლები.
მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა არასრულწლოვანებმა წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად მოკლეს უდანაშაულო მასწავლებელი/ექიმი!
ეს არასრულწლოვანები სისტემატურად, ასევე ჯგუფურად ძალადობდნენ დღისით, ხალხმრავალ ადგილებშიც კი.
— ე.ი. ამ არასრულწლოვანებისთვის სისტემატური ძალადობა ნორმაა!
მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, რომ მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა,
არც ნასყიდაშვილი და არც ჩიქოვანი არ წუხს!
— ე.ი. უდანაშაულო ადამიანის უმიზეზოდ მოკვლა, მათთვის ნორმაა!
მიუხედავად საქმეში უხვად არსებული მყარი მტკიცებულებებისა,
არც ჩიქოვანმა და არც ნასყიდაშვილმა არ აღიარა ბრალი!
— ე.ი. ასეთ უდიდეს დანაშაულში მათი ამ ფორმით არსებობა დანაშაული კი არა, ნორმაა!
მიუხედავად გიგას მკვლელობაში მათი ფიგურანტობისა,
არც ნასყიდაშვილი და არც ჩიქოვანი არ იცნობდა გიგას!
— ე.ი. სრულიად უცნობ ადამიანზე ძალადობაში, ნებისმიერი შესაძლო ფორმით არსებობა, მათთვის ნორმაა!
მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, გიგას არანაირი გადაცდომა არ ჰქონია არასდროს არც ერთ ადამიანთან,
ორივე დამნაშავის, ნასყიდაშვილის და ჩიქოვანის, მშობლები სხვადასხვა ფორმით, ამ დრომდე ცდილობენ გიგასთვის ჩირქის მოცხებას საზოგადოების თვალში!
— ე.ი. იმ ოჯახებისთვის, სადაც ამ არასრულწლოვანებს უცხოვრიათ-იცხოვრებენ, ადამიანის (მით უფრო გარდაცვლილის) პატივის და ღირსების შელახვა ნორმაა.
მიუხედავად ჩვენი განუსაზღვრელად დიდი ტრაგედიისა,
ორივე დამნაშავის, ნასყიდაშვილის და ჩიქოვანის, მშობლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემზე და ნიკაზე ინტენსიურად ძალადობენ ფსიქოლოგიურად!
— ე.ი. დამნაშავეა მშობლებისთვისაც ძალადობა ნორმაა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაუშვა უპრეცედენტო შემთხვევა და არასრულწლოვანი ნია იმნაძე იძულების წესით მოიყვანა სასამართლო პროცესზე, ვინაიდან ის იყო ერთადერთი, ვინც იცის ყველაფერი ყველას მიმართ, მაინც
ორივე დამნაშავის, ნასყიდაშვილის და ჩიქოვანის, მხარემ, სასწრაფო წესით, ისე, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მისცეს, გაარიდეს სასამართლო პროცესს!
— ე.ი. ორივე მხარისთვის დანაშაულში კიდევ რაღაც იმალება!
დ ა ს კ ვ ნ ა :
ეს არასრულწლოვანები საშიშები არიან საზოგადოებისთვის და:
რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა გაარიდონ, საზოგადოებას, რადგან არ
გახდნენ სხვა დანაშაულის ფიგურანტები!
რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა გაარიდონ ბოროტი სულისკვეთების მშობლებს, რადგან არ გახდნენ უფრო სასტიკები!
ხვალ, 2 ივნისს, 12:00 სთ-ზე არის ნასყიდაშვილი-ჩიქოვანის სასამართლო პროცესი.” – წერს სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიახ! დიახ! სასამართლო პროცესები არ არის ცირკი!” – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა
  • ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჩიხლაძე “გრიფით საიდუმლო მოხსნას“ ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge