Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრალდებულების მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით” – ე.წ. ჯაშუშობის საქმეების პროკურორი

June 1, 2026
“ბრალდებულების მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით” – ე.წ. ჯაშუშობის საქმეების პროკურორი

ორივე ბრალდებულის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით – ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები, ანუ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი, – ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების ირაკლი ჩიხლაძისა და გულბაათ რცხილაძის საქმეების პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულები, საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებების შესაბამისად აგროვებდნენ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გადასცემდნენ მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს.

„დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მტკიცებულებებს რაც შეეხება, საქმეში არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელთან, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს. კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია იქნა მოპოვებული და რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შესაძლოა არა მარტო გამოძიების, ისე სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს.

ორივე ბრალდებულის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, რადგან საქმეზე გამოძიება გრძელდება, სახელმწიფოების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ორივე შემთხვევაში არსებობს, თანხის აღების ფაქტი, ანუ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა, მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი. პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც ამ კავშირს ადასტურებს.

დასტურდება, როგორც თანხის აღების, ისე გადაცემის, შეგროვებისა და კავშირის ეპიზოდები, ორივეს შემთხვევაში“, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჩიხლაძე “გრიფით საიდუმლო მოხსნას“ ითხოვს
  • ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 90 მილიონიდან 140 მილიონამდე გაიზარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge