92 წლის ბრიტანელი მამაკაცი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია ვინც მათემატიკის გამოცდა 92 წლის ასაკში ჩააბარა – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უცხოური გამოცემა Guardian ავრცელებს.
მამაკაცმა გამოცდის ჩაბარება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც Yutube-ზე უფასო ონლაინ კურსი გაიარა.გამოცდას ის 16 წლის ახალგაზრდებთან ერთად სკოლის დარბაზში წერდა. მართალია, ცუდი მხედველობის გამო ტესტზე მუშაობა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ცოტა გაუჭირდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ფაქტს მისთვის ხელი მაინც არ შეუშლია.
„სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა და გამოცდაზე კალკულატორის გამოყენების უფლებაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდა ჩემთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მოსწავლისთვის.” – ამბობს 92 წლის კაცი.