7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია – ,,მთავარის” ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
,,მთავარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დაიწყო.
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი გუშინ მოკლა. 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ შვილის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
