1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
1989 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ მიიღო. კონვენცია ვრცელდება 18 წლამდე ყველა ადამიანზე, მიუხედავად გენდერისა, წარმომავლობისა, რელიგიისა, შეზღუდული შესაძლებლობისა.
საქართველო 1994 წელს შეუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას და აიღო ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
