საფრანგეთის საელჩო საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიასა და პარი სენ-ჟერმენს გამარჯვებას ულოცავს:
“ბრავო პარი სენ-ჟერმენს შაბათს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის!
ვულოცავთ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებისთვის. ის ქართულ ნიჭს უმაღლეს ევროპულ დონეზე წარმოაჩენს.” – წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში
უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
