4 ცვლილება, რომელიც დღეიდან, 1 ივნისიდან ამოქმედდება:
• იცვლება მართვის მოწმობის გამოცდის წესები – მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარება მხოლოდ შაბათობით შეეძლებათ
• საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ გარკვეული პირები – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ იანვარში მიიღო
• სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება – აღნიშნული ვალდებულება შეეხება იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმებიც
• შსს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების კონტროლს იწყებს – ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში არსებული სამმართველო შეამოწმებს განცხადებებს, რომლებსაც სხვის შეურაცხყოფად, ღირსების შელახვად, სიძულვილის ენად, ან ძალადობისკენ მოწოდებად ჩათვლის. ცნობილია, რომ ეს ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას შეეხება. ცნობილია, რომ მდინარაძის ინიციატივით შექმნილი სამმართველო, “საჭიროების შემთხვევაში”, საჯარო განცხადებებისთვის სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობებსაც გამოიყენებს.
