გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი მამუკა გვილავა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ცხელ ზაფხულს უნდა ველოდოთ.
„ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ბოლო 15-20 წელია, საშუალო ტემპერატურა მუდმივად იმატებს. მთლიანად ცივილიზაციის არსებობის ათასწლეულების პერიოდში ასეთი სწრაფი დათბობა უპრეცედენტოა – ყოველი მომდევნო წელი წინა წლის რეკორდს ამყარებს. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ წელს რეკორდი არ მოიხსნას, მაგრამ საერთო დინამიკა ზრდადია. ეს საგანგაშო სიტუაციაა, რადგან პროცესი გაგრძელდება და არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში მაღალი ტემპერატურები არ გვექნება. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ცხელი ზაფხული გველის.“ – ამბობს მამუკა გვილავა „ambebi.ge“-სთან ინტერვიუში.
