პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონატი გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, პირველ ადგილზე გუნდი „პლურიბუსი “ გავიდა, შემადგენლობით: ნათია მუხიაშვილი, მარიამ ნიკოლაშვილი, გიორგი ჯიქია, უჩა გოგოხია, ანრი არსენიშვილი, ჯემალ ლომსაძე.
ხოლო მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს გუნდებმა – “აიეტი” და “ნაფიცები”
ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონატს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, მოადგილეები გიგა ძნელაძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ამირან გულუაშვილი ესწრებოდნენ რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს.
შეჯიბრი საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და მასში საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული 17 გუნდი მონაწილეობდა.
