რაში იხარჯება ხალხის ფული გურიაში? – ოპოზიცია ამბობს, რომ გურიიის მასშტაბით 30-მდე სკოლა არის დანგრეულ მდგომარეობაში. მათი თქმით, ანალოგიური ვითარებაა ბაღების მხრივაც.
გურულებს აინტერესებთ, როდის დასრულებდა დროში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებენ მოზარდები სკოლის შენობებში დაბრუნებას.
ოპოზიცია ამბობს, რომ სკოლების და ბაღების ადგილას, ახლა “ბაყაყების ნავსაყუდელია”.
“პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი იმყოფებოდა რეგიონში, სადაც ბავშვებს არც სკოლა აქვთ და არც ბაღი. არ აქვთ ადამიანებს გზა-წყალი, მაგრამ არაფერს იმჩნევენ. მილიონებია წაღებული, ვითომ ვიღაცები დაიჭირეს, მაგრამ ადგილზე არც ბაღი არის, არც სკოლა არის, ეს ფულიც არ დაბრუნებულა არსად და არც არავინ არის პასუხისმგებელი როდის ექნებათ ამ ბავშვებს ეს სკოლები და ბაღები, სადაც ახლა ბაყაყებს აქვთ ნავსაყუდელი”, – ამბობს ენმ-ს პოლიტსაბჭოს ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თათია ნიკოლაშვილი.
