Saturday, May 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

May 30, 2026
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი არა ტერიტორიული, არამედ ფსიქოლოგიურია – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დაშვება იმის შესახებ, რომ სწრაფი, გადამწყვეტი გამარჯვება რუსეთის დომინირებას განამტკიცებდა, “ჩავარდა”.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო უძლეველობის ეს მითი დაიმსხვრა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი თანახმაა უბრალოდ აქ გაჩერდეს; ის პარალელურად აწარმოებს სხვა ომს, ჰიბრიდულ ომს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ზუირაბიშვილის განცხადებით, ის, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებს, არის საკითხი იმის შესახებ, აქვთ თუ არა რუსეთის მეზობელ ქვეყნებს სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი.

“ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და მთავარი გამარჯვება უკრაინელი ხალხის იქნება, და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა ვაღიაროთ
უკრაინაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი არა ტერიტორიული, არამედ ფსიქოლოგიურია. დაშვება იმის შესახებ, რომ სწრაფი, გადამწყვეტი გამარჯვება რუსეთის დომინირებას განამტკიცებდა, ჩავარდა. უკრაინის არაჩვეულებრივმა წინააღმდეგობამ გამოააშკარავა ყველა ის სისტემური ჩავარდნა რუსულ არმიაში, რომელთა დამალვასაც მოსკოვი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა არა მხოლოდ არმიაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო უძლეველობის ეს მითი დაიმსხვრა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი თანახმაა უბრალოდ აქ გაჩერდეს; ის პარალელურად აწარმოებს სხვა ომს, ჰიბრიდულ ომს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია.

ის, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებს, არის საკითხი იმის შესახებ, აქვთ თუ არა რუსეთის მეზობელ ქვეყნებს სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, და დაიცავს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ უფლებას პრაქტიკაში და არა მხოლოდ პრინციპების დონეზე.

რუსეთის დასუსტების მოლოდინში ყოფნა არ არის სტრატეგია, მაგრამ ამ დასუსტების პირობების ფორმირება არის სტრატეგია, და ეს უნდა გახდეს დასავლეთის შემდეგი სტრატეგია. გადამწყვეტობა და არა ყოყმანი – აი, რა არის მომავალი, რათა ნამდვილად მივიდეთ ფინალამდე”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ის “ობიექტივის” წევრი არ არის… – ირმა ინაშვილი სუს-ის მიერ დაკავებულ გულბაათ რცხილაძეზე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • კალაძის სიძე გულბაათ რცხილაძეზე: თუ იმისთვისაა დაკავებული, რატომ აქებდა რუსეთს, მაშინ პირველი მე უნდა ვიჯდე იქ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge