ნიკა მელიას განცხადებას “ნაციონალური მოძრაობიდან” ლადო ასათიანის ლექსით (ფუნაგორიით) პასუხობენ -“აგიაშვილსა ნიკასო, ან ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო”.
ირაკლი ფავლენიშვილი ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს და დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერს ურჩევს “სამიზნე გაასწოროს” .
“ზოგადად, არა მხოლოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანს ვგულისხმობ, ვინც გუშინ ეს სტატუსი დაწერა, ზოგადად, ყველა ეს ოპოზიციონერი, ვინც ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, მახსენებს ქართულ ლექსს: “აგიაშვილსა ნიკასო, ან ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო”. მართლა ამას მახსენებს ყველა ეს განცხადება, რაც კეთდება, რადგან ამ ადამიანებს უბრალოდ სამიზნე აქვთ არეული. პუტინის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი არის კაცი და მასთან ბრძოლა ნამდვილად მახსენებს ამ ლექსს. არ აინტერესებს ხალხს ეს ყველაფერი, ეს გარჩევები, მთავარი არის გავასწოროთ სამიზნე, უნდა ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს და კონსტრუქციულ კრიტიკას მიხეილ სააკაშვილის ან მის კონკრეტულ მოსაზრებებს, არ უნდა ვუპასუხოთ ხოლმე ისტერიით, არამედ საქმიანი საუბრით, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველას მიმართ ამჟღავნებს კეთილგანწყობას და თანამშრომლბის სურვილს. ეჭვიანობსი ნაწილზეც ლექსი არის პასუხი – არავინ არავისზე არ ეჭვიანობს. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს სხვა პოლიტიკოსებზე საეჭვიანოდ საქმე”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
კოალიცია “ცვლილებისთის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპატიმროდან ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ “მიხეილ სააკაშვილს უკვე მრავალი წელია მის მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს და აღნშნავს, რომ “ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც”.
ნიკა მელიას თქმით, სადაც მიხეილ სააკაშვილია იქ ქვეყნის ინტერესი არ არის და მხოლოდ ეგოიტური ინტერესია.
