ევროკავშირი თანახმა უნგრეთს განუბლოკოს 16 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც ქვეყანას ფონდებიდან გადაეცემა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი პროგრესიაა, რომელიც ბოლო თვეებში უჩვენა უნგრეთმა მთავრობის შეცვლით და გატარებული რეფორმებით. მათ შორის საუბარია კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებაც.
პეტერ მადიარმა გადაწყვეტილებას “ისტორიული” უწოდა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას სახსრების განბლოკვის მიზნით.
ევროკავშირმა ეს თანხები გაყინა უნგრეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობისადმი არსებული პრეტენზიების გამო. 2023 წელს ევროკომისიამ თანხის ნაწილი განბლოკა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ევროპის პარლამენტმა გაასაჩივრა.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის ახალი ხელმძღვანელობა აღარ აპირებს დაბლოკოს ევროკავშირის სანქციათა ინიციატივები, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ.
