ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ კომენტარს აკეთებს:
“ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე, რა თქმა უნდა, არც ერთი სამართალდარღვევა მით უმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით, ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ” – ამბობს კობახიძე.
