Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს” – სამოქალაქო კამპანია “ერთი ხალხი – ერთი საქართველო“

May 28, 2026
“გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს” – სამოქალაქო კამპანია “ერთი ხალხი – ერთი საქართველო“

გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს და ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი – ამ ვითარებას საფუძველი ჩაუყარა იმ დაუსჯელობამ, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მკაფიოდ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა, – ამის შესახებ სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი -ერთი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაუსჯელობის განცდა აძლევს ძალადობრივ ჯგუფებსა და ცალკეულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შესაძლებლობას.

„წლების განმავლობაში, მოქალაქეები ხედავენ, როგორ იქცა სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად, ძალადობის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც მოძალადე, ბოლომდე ანგრევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

დღევანდელი რეალობა შემთხვევით არ დამდგარა. ამ ვითარებას საფუძველი ჩაუყარა იმ დაუსჯელობამ, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მკაფიოდ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა და კიდევ უფრო გაღრმავდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის, ცემის, წამებისა და უკანონო დაკავებების გამოუძიებლობით.

საზოგადოებამ წლების განმავლობაში იხილა:

სასტიკად ნაცემი მოქალაქეები; ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობა; უკანონო დაკავებები; არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; ძალადობაში მხილებული პირების სრული დაუსჯელობა.

როდესაც სახელმწიფო არ სჯის მოძალადეებს, ძალადობა ნორმად იქცევა. სწორედ ეს დაუსჯელობის განცდა აძლევს ძალადობრივ ჯგუფებსა და ცალკეულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, გორში მომხდარი ფაქტიც ამ უწყვეტი ძალადობრივი ჯაჭვის ნაწილია. ვითხოვთ:

გორში მომხდარი ძალადობის ყველა მონაწილე პირის დაუყოვნებლივ დასჯას; 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სრულ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას;

ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც წლების განმავლობაში ხელს აფარებდა ძალადობას და ქვეყანაში დაუსჯელობის სისტემას ამკვიდრებდა.

შაბათს, 30 მაისს,19 საათზე, ვიკრიბებით ტრადიციულ შაბათის მარშზე, რომლის მთავარი გზავნილია – ერთად, ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ“- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ახლა პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიმართულება რომ არ არის, თქვენი გაქცეული ლიდერის დამსახურება” – მიქანაძე გახარიას გუნდს
  • “მომბეზრდა საუბარი, თითქოს ოდესღაც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ვიყავი” – გივი მიქანაძე
  • ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge