Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

May 28, 2026
კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვილებისთვის ლიდერებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა.

“აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიის ნგრევა ამ ქვეყანაში, მათ შორის იმიტომ მიმდინარეობს, რომ არავითარი გეოპოლიტიკური დიდი პროექტები არ შედგეს, რომელიც რუსეთს დააზიანებს და ასეთი მაგალითად, ანაკლია, საქართველოს როგორც ლოჯისტიკური დერეფნის განვითარება, რაც უნდა ოპოზიციას, რაც დაიწყო თავის დროზე წინა ხელისუფლებამ და რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, რომ არ შედგეს. ამიტომ ძალიან ნათლად, გადამოწმებული კრიტერიუმებით თუ მივუდგებით დავინახავთ, რომ ეს არ მოხდება ბიძინა ივანიშვილ8ლის ხელში, რადგან ეს უკვე ბევრჯერ არ მოხდა. არ არსებობს არცერთი ჭკუათმყოფელი დასავლელი ინვესტორი, რომელიც ფულს ჩადებს ან ოპერირებას დაიწყებს იქ, სადაც არის ინფილტრაცია დასავლეთის მტრების, იქ სადაც არ არის დემოკრატია, არ არის სასამართლო, არ არის სტაბილურობა და ა.შ ამას აკეთებს ქართული ოცნება” [TV პირველი] – ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.

“იმაზე საუბარი, რომ რაღაც ნორმალიზება მოხდეს ქართულ ოცნებასა და ვაშინგტონს შორის, არ ყოფილა. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები და საუბარი იყო ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში რა არის ამერიკის ინტერესები და კი, საუბარი იყო როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება… მაგის წინაპირობა არის ის, რომ ქვეყანაში საბოლოო ჯამში უნდა იყოს დემოკრატია, უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა იყოს კანონის უზენაესობა იმიტომ, რომ როცა ლაპარაკი არის ამერიკის ინტერესებზე, განსაკუთრებით ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტ წილად ლაპარაკი მიდის ეკონომიკურ ინტერესებზე, მაგას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა, რაც არის ლიბერალური დემოკრატიის საფუძველი, რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილის ეგ იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით, თორემ მე მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება, რაც მეტი ამერიკული ინტერესი იქნება ამ ქვეყანაში… სულ ცოტა ხნის წინ იძლეოდნენ 10-წლიან ვიზას აშშ-ის, დღეს 1-თვიანი ვიზა, რომ აიღო, 1 შესვლით ამერიკაში 15 000 დოლარი უნდა გედოს დეპოზიტზე, ასეთი გაუარესებულია ურთიერთობა… ქართულ ოცნებას ერთადერთი, რაც აინტერესებს არის ის, რომ რამენაირად ფოტო ან ვიდეო დადონ, სადაც კობახიძე ან ვიღაცა ხელს ართმევს რუბიოს, ამის იქით არანაირი ეკონომიკური ინტერესი და არანაირი დაახლოება ამერიკასთან, არანაირი ამერიკის შემოსვლა ქვეყანაში არაფერი არ აინტერესებთ… ამერიკაში ისინი ამ ქვეყანას არ შემოუშვებენ წლები დახარჯეს, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექციათ და ამათ ინტერესში ამ ქვეყნისა და ამერიკის დაახლოება არ არის” [TV პირველი] – აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ კობახიძესა და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე მათ შეხვედრა გამართეს საპატრიარქოშიც, სადაც ისინი შიო III-ს შეხვდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციის თანამშრომლებს პაპუნა ლოცულაშვილი სხვა პირში აერიათ” – მედია
  • ოქრო და ვერცხლი კიდევ გაიაფდა – რა ღირს გრამი
  • “უცებ ბრაზი მომერია, ერთი სიუჟეტი ან გადაცემა მითხარით იმედზე, სადაც რუსეთის სიკეთეებზე იყო საუბარი და ნეგატიურ კონტექსტში მოყვანილი უკრაინა” – ნინო ნადირაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge