Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვნახეთ გადამეტებული ძალადობა პოლიციის მხრიდან, მაგრამ იქ საქმე არ აღძრულა” – ირაკლი ზარქუა

May 28, 2026
„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში და ოკეანეში უნდა გადააგდოს“ – ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

x

ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, მაგრამ მთავარი რა არის? რომ რეაგირება არის მყისიერი, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული კადრების ხილვა ყველასთვის მძიმე იყო.

„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ვინც ნახა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა შესაბამისად საქმე და დღეს უკვე დაკავებულები არიან. შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა და გამოძიება თუ რასთან გვაქვს საქმე.

ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, მაგრამ მთავარი რა არის? რომ რეაგირება არის მყისიერი. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადამეტებული ძალადობა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე, მაგრამ იქ არც საქმე აღძრულა და არც დაუკავებიათ. ასე რომ, აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც კი ნახავს მსგავს გადაზედმეტებულ მოქმედებას ძალოვნების მხრიდან, იქ რეაგირება მყისიერია და ამას უკვე ეს ქმედებაც ცხადყოფს, სადაც ექვსი პირია დაკავებული. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ეს ფაქტი”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციის თანამშრომლებს პაპუნა ლოცულაშვილი სხვა პირში აერიათ” – მედია
  • ოქრო და ვერცხლი კიდევ გაიაფდა – რა ღირს გრამი
  • “უცებ ბრაზი მომერია, ერთი სიუჟეტი ან გადაცემა მითხარით იმედზე, სადაც რუსეთის სიკეთეებზე იყო საუბარი და ნეგატიურ კონტექსტში მოყვანილი უკრაინა” – ნინო ნადირაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge