Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება?” – ირაკლი ჭეიშვილი გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით

May 28, 2026
“ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება?” – ირაკლი ჭეიშვილი გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით

ფაქტი ის არის, რაც დავინახეთ ყველამ ტელევიზიების საშუალებით, ამის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება – მყისიერადვე მოხდა რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და პრობლემა რა არის, ვერ ვხვდები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა იძიებს, შესაბამისად შეფასდება არსებული მდგომარეობა და თუ ვინმეს გადაცდომა აქვს პასუხისგებაში მიეცემა.

„ფაქტი ის არის, რაც დავინახეთ ყველამ ტელევიზიების საშუალებით – ამის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურა იძიებს, შესაბამისად შეფასდება არსებული მდგომარეობა და თუ ვინმეს გადაცდომა აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ჩათვლის ამას პროკურატურა, რა თქმა უნდა, მიეცემა პასუხისგებაში. მყისიერადვე მოხდა რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და პრობლემა რა არის, ვერ ვხვდები”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თავად ხედავს თუ არა კადრებში დანაშაულს პოლიციელის მხრიდან, ჭეიშვილმა უპასუხა, რომ იქ ნებისმიერი ადამიანი ხედავს, რაც ხდება.

„ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ჩანს რაც ხდება. იქ ნებისმიერი ადამიანი ხედავს, რაც ხდება, მაგრამ ის, რას გადაწყვეტს პროკურატურა გამოძიების ნაწილში, რა დადგინდება დამატებით, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით დანაშაული არის თუ არა, ყველა ხედავს იმ კადრებში – დანარჩენი არის პროკურატურის გადასაწყვეტი”, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი დანაშაული სისტემური ხასიათის არ არის.

კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობა ასაღები, ჭეიშვილმა უპასუხა, რომ არა.

„რა თქმა უნდა, არა. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება? თუ იქნება მანდ გადაცდომა, შესაბამისად, იქნება გამოძიებული და იქნება დასჯილი ნებისმიერი ადამიანი”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქალი, რომელიც ახალციხეში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, კლინიკაში გარდაიცვალა
  • პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ
  • “პოლიციელების დაკავება მოუწიათ, რადგან ძალადობის ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს – „ჩასვამენ“ და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არავინ იქნება” – ზურაბ ჯაფარიძე გორში მომხდარზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge