“ჩემი გაზრდილია, არ გამიზრდია იმ სულისკვეთებით, რომ ვიღაცას რაღაც დაუშავოს” – ამის შესახებ “ქართლის ამბებთან” გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ – ლია ლოცულაშვილმა განაცხადა.
პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუს“ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმთ, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.
“ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს, ექსპერტიზის შემდეგ, გახდება დამატებით ცნობილი. ამ ეტაპზე, მითხრეს, რომ გაათავისუფლეს”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისთვის უცნობია, რის საფუძველზე მოხდა გათავისუფლება, თუმცა აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც იზოლატორიდან, ასევე, სამართალდამცველებმა.
ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს.
