Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმ კაცს აქვს გამწვავებული პარანოია, ყველგან მტრები ელანდება” – ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილზე

May 27, 2026
“სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა” – ზურაბ ჯაფარიძე

იმ კაცს აქვს გამწვავებული პარანოია, ყველგან მტრები და შეთქმულებები ელანდება, რაც დამახასიათებელია ასეთი ტიპის მმართველობისთვის იმ ფაზაში, რა ფაზაშიც ახლა არის რეჟიმი – ზის ახლა და იწერს, რამდენი სიმონიანი და სოლოვიოვი ჰყავს, ვინ „გააპრავა“ ის „ქარდი“ რბილად და ვინ გაატარა ჩუმად, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ „ქარდს“, სადაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ივანიშვილს „სჭირდება ერთგულების პერმანენტული დადასტურება დაქირავებული მსახურებისგან“.

„იმედის“ გუშინდელ „ქარდზე“: ეგ „ქარდი“ ჩვენთვის არ იყო გამიზნული, სხვა დანიშნულება ჰქონდა და აქვს. იმ კაცს აქვს გამწვავებული პარანოია, ყველგან მტრები და შეთქმულებები ელანდება, რაც დამახასიათებელია ასეთი ტიპის მმართველობისთვის იმ ფაზაში, რა ფაზაშიც ახლა არის რეჟიმი. ამ პარანოიის შედეგია ღარიბაშვილ-ლილუაშვილი ციხეში, სუს-ის უფროსის მოადგილე, ახობაძე ციხეში, გენერალისიმუსი მდინარაძე „ფეისბუქის“ მაკონტროლებლად და ა.შ.

იმას სჭირდება ერთგულების პერმანენტული დადასტურება დაქირავებული მსახურებისგან, რადგან დროთა განმავლობაში ვიღაცა შეიძლება გატყდეს, ვიღაცა დაიღალოს, ვიღაცა გადაიბიროს „დიფ სთეითმა“, ვიღაცას აღარ ეყოს მისთვის გამოყოფილი „კარმუშკა“. ათასი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთგულების დადასტურების ფორმის მოფიქრება იმ მსახურებისთვის, რომლებმაც უკვე ყველანაირი ნაძირლობა „გააპრავეს“, არ არის მარტივი ამბავი. რა უნდა მოსთხოვო დამატებით მონას, რომელმაც უკვე ყველაფერზე მოაწერა ხელი? წამება, გოგოების ცემა, ოკუპანტისთვის ბოდიში, ანწუხელიძის შეურაცხყოფა, ქვეყნის გაფარჩაკება და იზოლაცია და ა.შ და ა.შ, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი „გაგიპრავა“? რთული ამბავია. ამიტომ აწი სულ უფრო გროტესკულ ამბებს ვიხილავთ, რომლებითაც ის დატესტავს მსახურების ერთგულებას. ზის ახლა და იწერს, რამდენი სიმონიანი და სოლოვიოვი ჰყავს, ვინ „გააპრავა“ ის „ქარდი“ რბილად და ვინ გაატარა ჩუმად. მერე, ალბათ, არწყევს თავისსავე „გამპრავებლებზე“ ან იცინის და მათ მაგალითზე ცოტნეს ასწავლის თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმს, მის სტრუქტურას“, – წერს ზურა-გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველო დადგა რეალური რისკის წინაშე, დაკარგოს ისტორიული როლი” — გრიგოლ გეგელია
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge