მოქალაქეები იმ მძღოლის დასახმარებლად ერთიანდებიან, რომელსაც გუშინ აქციის შემდეგ აპარატურა ოფისში გადაჰქონდა. სოციალურ ქსელში დაჯარიმებული მძღოლის დასახმარებლად კამპანია მიმდინარეობს. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ ღამით ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერა, 1000 ლარით დააჯარიმა და მმართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვა.
თავად მძღოლი ემოციური ფონის გამო “პირველებთან” კომენტარს ვერ აკეთებს. როგორც ცნობილია, ავტომობილი, რომლითაც მას ტექნიკა გადაჰქონდა, მისი შემოსავლის ერთადერთი საშუალება იყო.
სამართალდამცველებმა დაჯარიმების მიზეზად მოძრაოობის შეფერხება დაასახელეს, თუმცა როგორც ირკვევა, იმ კონკრეტულ მომენტში გზაზე აქტიური მოძრაობა არ ყოფილა.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნებამ” ამ გზით უდანაშაულო მძღოლზე შური იძია და დასაჯა.
“მძღოლს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე- პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს, თითქოს მან ჯგუფურად, სხვა ავტომობილებთან ერთად შეაფერხა მოძრაობა. სინამდვილეში, რუსთაველის გამზირზე მაგ დროს მოძრაობა საერთოდ არ იყო, იმიტომ, რომ მიდიოდა ათობით ათასი ადამიანი მარშზე და ბუნებრივია, ერ იქნებოდა მოძრაობა. სინამდვილეში, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან, როდესაც იმ ავტომობილის მძღოლი წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა და გახმოვანება შემოგვატანინა რუსთაველის გამზირზე, გაერთიანდა ახლა ეს რეპრეიული აპარატი, რომ დასაჯონ ეს ადამიანი”, – ამბობს ოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიგა ლემონჯავა.
