2 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტმა, თათია მექვაბიშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
“რკინის კარი რომ მოიხურება და უსამართლობის გრძნობა ბურთივით მოგებჯინება ყელში,
როგორ შეიძლება არ იფიქრო და არ იბრძოლო
იმ მათე დევიძისთვის,
იმ მზია ამაღლობელისთვის,
ანდროსთვის, გიორგისთვის, ზვიადისთვის, ირაკლისთვის, ვეფხიასთვის, თორნიკესთვის, პაატასთვის, ელენესთვის და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ყველა პატიმრისთვის, ვინც არ ეგუება უსამართლობას!
ამიტომ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე!” – წერს თათია მექვაბიშვილი სოციალურ ქსელში.
