“ტვ პირველის” ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი აღარ არის. ის თანამდებობაზე სხვა პირმა ჩაანაცვლა. უცნობია, თავისი ნებით წავიდა, თუ გაუშვეს პოსტიდან შსს-ს მაღალჩინოსანი.
35 წლის ხიდირბეგაშვილი „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძეა. ის რამდენიმეწლიანი საპოლიციო საქმიანობის წყვეტის შემდეგ, უწყებაში გასული წლის ოქტომბერში დააბრუნეს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხიდირბეგიშვილი პირადად მიდიოდა პარლამენტის სიახლოვეს მაშინ, როცა ტროტუარზე დგომის ან გზის გადაკეტვის გამო დემონსტრანტებს აკავებდნენ.
“ტვ პირველი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა. ახალი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
