დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მარათონის დაწყებამდე სტუდენტებმა მკითხეს, თანხა რამდენი ჩავწეროთო. გაუბედავად ვუთხარი: 50 000 – და გულში ვიფიქრე, ბევრი ხომ არ მომივიდა-თქო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სტუდენტები ჩემ თვალწინ რადიკალურად ცვლიან რეალობას” – წერს კახა წიქარიშვილი.
დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 300 000 ლარი შეგროვდა.
მარათონი ლაივ რეჟიმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
