Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს, რომელმაც სასამართლო დარბაზში მყოფებს ტელეფონებისა და ლეპტოპების გამორთვისკენ მოუწოდა

May 22, 2026
“დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს, რომელმაც სასამართლო დარბაზში მყოფებს ტელეფონებისა და ლეპტოპების გამორთვისკენ მოუწოდა

დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს, – ასე მიმართა ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებულმა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც მან დარბაზში მსხდომებს მობილური ტელეფონების შენახვისკენ მოუწოდა.

როგორც მეია მელქაძემ განაცხადა, გასული სასამართლო პროცესის აუდიოჩაწერა განხორციელდა, რაც კანონით აკრძალულია.

მოსამართლემ დარბაზში მყოფ ჟურნალისტებსა და სხვა დამსწრეებს, ლეპტოპების დახურვისა და მობილური ტელეფონების გამორთვისკენ მოუწოდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ის გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ვინ განახორციელა ჩაწერა, ამიტომ ელექტრონული მოწყობილობები ყველას უნდა შეენახა.

„კატასტროფა! ეს ქვეყანა დაიქცევა, თუ ასე გაგრძელდება“, – განაცხადა რეპლიკის სახით ელისაშვილმა მოსამართლის განცხადებაზე.

მეია მელქაძემ მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებისგან მოისმინა, რომ ისინი ტელეფონში ტექსტებს წერდნენ და ვერ შეინახავდნენ მობილურ ტელეფონებს, მოსამართლემ თქვა, რომ მანდატურის სამსახურიც და თავადაც გააკონტროლებდა, რომ ვინმემ ჩაწერა არ განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხდომას დახურავს.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge