Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

May 22, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხდვითაც 2026 წლის დასაწყისიდან ფრონტზე რუსეთის დანაკარგებმა უკვე 145 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.

“დღეს მოვისმინე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მოხსენება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საექსპორტო პოზიციების წინააღმდეგ შორი რადიუსის დრონების გამოყენების შესახებ. კერძოდ, ამ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე – ეს ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრითაა დაშორებული. ჩვენ ომს სახლში, რუსეთში ვაბრუნებთ, და ეს სრულიად სამართლიანია.

დრონები ასევე გამოყენებულ იქნა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ. ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსული დარტყმების საპასუხოდ, ჩვენ ვამზადებთ ჩვენი შორი რადიუსის სანქციებისა და საშუალო მანძილზე დარტყმების სხვა გამოვლინებებსაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ფრონტზე არსებული აქტივობა. ასე მაგალითად, 2026 წლის დასაწყისიდან ფრონტზე რუსეთის დანაკარგებმა უკვე 145 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა. კერძოდ, განადგურებულია თითქმის 86 ათასი ოკუპანტი, მძიმედ არის დაჭრილი სულ მცირე 59 ათასი, ხოლო ტყვედ აყვანილია 800-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

სუმის ოლქის სასაზღვრო ზოლში ჩვენ ვაღწევთ დასახულ მიზნებს. სხვა მიმართულებებზეც ვაგრძელებთ რუსული ცოცხალი ძალისა და ოკუპანტების ტექნიკის განადგურებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი დრონების ოპერატორებს სიზუსტისთვის. გრძელდება აქტიური მოქმედებებიც, რისთვისაც აღნიშვნის ღირსნი არიან მედესანტეები და მოიერიშეები. მადლობა თითოეულ უკრაინულ ქვედანაყოფს, რომელიც შედეგს აღწევს!“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 36 ადამიანი საკვებით მოიწამლა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ფუდ გალერის” საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • “დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს, რომელმაც სასამართლო დარბაზში მყოფებს ტელეფონებისა და ლეპტოპების გამორთვისკენ მოუწოდა
  • მთავრობის დადგენილებით, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge