Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მხოლოდ „დიფ სთეითის“ წარმომადგენელს შეუძლია უარყოს „დიფ სთეითი“ და იძახოს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს” – ნინო წილოსანი

May 22, 2026
“ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ…” – რას წერს ნინო წილოსანი?

მხოლოდ „დიფ სთეითის” წარმომადგენელს შეუძლია უარყოს „დიფ სთეითი” და იძახოს, რომ „დიფ სთეითი” არ არსებობს – ფაქტია, რომ „დიფ სთეითი” არსებობს, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითი“ არის ის ძალა, რომელიც „სხვადასხვა დიპლომატს, პოლიტიკოსს, „ენჯეოს” წარმომადგენელს, ევროპარლამენტს თუ ევრობიუროკრატს“ აიძულებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციები გაავრცელოს.

„როდესაც მთელი მსოფლიო, ლიდერები „დიფ სთეითზე” საუბრობენ, როდესაც “დიფ სთეითის” ნამოქმედარი არაერთმა სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურამ გაასაჯაროვა, მხოლოდ “დიფ სთეითის” წარმომადგენელს შეუძლია უარყოს “დიფ სთეითი” და იძახოს, რომ “დიფ სთეითი” არ არსებობს. ფაქტია, რომ “დიფ სთეითი” არსებობს. მას ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, მასზე საუბრობს არაერთი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი. სწორედ “დიფ სთეითის” გავლენებით ხდება ის არაფორმალური პოლიტიკური პროცესები, რომლის სავალალო შედეგებსაც სხვადასხვა ქვეყანაში ომის სახით და კონფლიქტების სახით ვუყურებთ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. “დიფ სთეითი” არის სწორედ ის ძალა, რომელიც საქართველოში აიძულებს სხვადასხვა დიპლომატს, პოლიტიკოსს, ადგილობრივ აგენტურულ თუ “ენჯეო” წარმომადგენელს, ევროპარლამენტს თუ ევრობიუროკრატს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი, დეზინფორმაციული ინფორმაციები ავრცელოს და ავრცელოს ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოს სრულიად უდანაშაულოდ ამტყუნებს სხვადასხვა საქმეში,” – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა გარკვეული ნარატივი „გლობალური ომის პარტიის“, „დიფსთეითის“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ. ფიშერის თქმით, „ეს სიცრუეა“.

„მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი „დიფსთეითი“ არ მინახავს. ვინ არის ეს „დიფსთეითი“? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან”,- განაცხადა ფიშერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 36 ადამიანი საკვებით მოიწამლა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ფუდ გალერის” საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • “დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს, რომელმაც სასამართლო დარბაზში მყოფებს ტელეფონებისა და ლეპტოპების გამორთვისკენ მოუწოდა
  • მთავრობის დადგენილებით, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge