Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ევროპარლამენტის წამყვანი ჯგუფები „იმედის“ საქმიანობის შეფასებას და შესაძლო ზომების განხილვას ითხოვენ

May 22, 2026
ევროპარლამენტის წამყვანი ჯგუფები „იმედის“ საქმიანობის შეფასებას და შესაძლო ზომების განხილვას ითხოვენ

ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფები — ევროპის სახალხო პარტია, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალები — ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავენ, შეაფასონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა შესაძლო დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების ფარგლებში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ანტიევროპული ნარატივები და დემოკრატიულ აქტორებზე კოორდინირებული თავდასხმები სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს და ხშირად კრემლის დეზინფორმაციულ მეთოდებს იმეორებს. ევროპარლამენტარები განსაკუთრებულ შეშფოთებას „იმედის“ როლთან დაკავშირებით გამოთქვამენ და ევროკავშირს შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

“საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტების ბოლოდროინდელი დასკვნები, მათ შორის ეუთოს მოსკოვის მექანიზმი და ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ ანტიევროპული დეზინფორმაცია, კოორდინირებული თავდასხმები დემოკრატიულ აქტორებზე და მანიპულაციური ნარატივები არ არის ცალკეული შემთხვევები, არამედ უფრო ფართო და სულ უფრო სისტემური ხასიათის მქონე ტენდენციის ნაწილია. ეს ნარატივები ხშირად იმეორებს კრემლის დამკვიდრებულ დეზინფორმაციულ მეთოდებს: ევროკავშირის წარმოჩენას ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხედ და დემოკრატიული რეფორმებისა თუ ევროპული ინტეგრაციის წარმოჩენას არასტაბილურობის წყაროდ.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია „იმედის“ როლი ამ საინფორმაციო სისტემაში. როგორც ჩანს, მსგავსი შინაარსის მასალები მიზნად ისახავს ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას, საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის შესუსტებას და დემოკრატიული საინფორმაციო სივრცის პოლარიზაციას.
ევროკავშირს წარსულშიც მიუღია ზომები იმ მედიასუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სისტემურ დეზინფორმაციასა და საინფორმაციო მანიპულაციებში. 2022 წელს ევროპულმა საბჭომ შეაჩერა Russia Today-ისა და Sputnik-ის მაუწყებლობა, რადგან ისინი მიიჩნია რუსეთის იმ უწყვეტი და კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიის ინსტრუმენტებად, რომელიც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული.
მოვუწოდებთ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და ევროკავშირის საბჭოს, ჩაატარონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების ოფიციალური სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასება „გარე საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის“ ჩარჩოს ფარგლებში და განსაზღვრონ, არის თუ არა საჭირო შემდგომი ზომების მიღება ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან და კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიული მედეგობის დაცვის შესახებ კავშირის ვალდებულებებთან შესაბამისად” – ნათქვამია მიმართვაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მხოლოდ „დიფ სთეითის“ წარმომადგენელს შეუძლია უარყოს „დიფ სთეითი“ და იძახოს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს” – ნინო წილოსანი
  • თბილისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას 4 ადამიანი დაშავდა
  • დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 200 000 ლარი შეგროვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge