მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბიზნესმენ დავით კოდუაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ მოდელს გასულ წელს დავით კოდუასგან გოგონა შეეძინა, რომელსაც ვიქტორია დაარქვა.
“დათოზე რომ ვფიქრობ უამრავი კარგი და სასიამოვნო ემოცია, ფიქრი, ფანტაზია მერთვება, გავცურდები ხოლმე სიყვარულის და შემოქმედების ტალღებში…. თუმცა, ახლა არ მოგაწყენთ ამით თავს. უბრალოდ მინდა, მთელმა დედამიწამ იცოდეს, როგორი კარგი ადამიანია, მაგრამ ისიც ჩემი მოგონილია მგონი, რომ არასაჭიროა ყველამ იცოდეს რამე, ვინმეზე, ზოგადად… მოკლედ, გკოცნით ყველა კარგ ადამიანს, იყავით შეუდრეკელი და ჯიუტად მისდიეთ ოცნებებს!” – წერს პაიჭაძე