„კრეატივის სკოლა” ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს.
„გაფრთხილება მშობლებს და პედაგოგებს
ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო, სოციალური ქსელებიდან გავიგეთ, რომ სხვადასხვა სკოლაში არის ეგრეთ წოდებული ტრენდი-თამაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თამაშთან და ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
როგორც აღმოჩნდა, ამ ,,თამაშის” დროს რომელიმე მოსწავლეს, მასთან შეთანხმებით და ,,გართობის მიზნით” ხელს უჭერენ ყელზე, რის შედეგადაც მოსწავლეს გონება ეკარგება გარკვეული დროით.
ზოგჯერ გონებადაკარგულ მოსწავლეს გვერდით ჰყავს ვინმე, ვინც მას იჭერს გონების დაკარგვისას, ზოგჯერ კი არის შემთხვევები, როცა პირდაპირ ძირს ეცემიან და რამეს იზიანებენ.
გთხოვთ, გააფრთხილეთ და აუხსენით შვილებს და მოსწავლეებს, რამდენად სახიფათოა ეს ,,გართობა”, რამხელა რისკებს შეიცავს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ტრენდების უმეტესობა დროებითია და ზოგჯერ უაღრესად მავნებლური, სიცოცხლე და ჯანმრთელობა კი ძალიან ძვირფასი”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
