Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

May 21, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მოქალაქეებს სწრაფი მოგების მიღების დაპირებით სხვადასხვა სახის აქციების ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის ბრალდებულის ანგარიშზე, სხვადასხვა ოდენობის თანხებს რიცხავდნენ.

დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 42 პირის კუთვნილ, ჯამში 337 337 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებულმა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა, აღნიშნული თანხა მათი რეალური წარმომავლობის დაფარვის მიზნით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს და კრიპტოვალუტაში კონვერტაცია განახორციელეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.საქართველოს პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • ვინ არის ჩოხატაურში მოკლული 35 წლის ბიჭი – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge