კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 90%-ით, 1.111 მლნ ლარამდე გაიზარდა – ინფორმაციას BPN სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2026 წელს იანვარ-აპრილში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 111 632 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 586 001 ლარის აკუმულირება მოხდა.
გამოცემა წერს, რომ ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 4 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში 192 053 781 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში 104 412 034 ლარი.
