მეუფე იაკობი საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს:
“საბოლოოდ როდესაც ჩატარდა არჩევნები, ჩვენ ყველა ღვთის ნების ძიებაში ვიყავით. აბსოლუტურად ყველა. ვერავინ იტყოდა, მე ვიცი ღვთის ნება – მე ვიცი ღვთის ნება. მით უმეტეს, ისეთი პატრიარქი გვყავდა ჩვენ… ჩვენ უნდა გამოგვერჩია ვინ უნდოდა ღმერთს. 15 ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება ამ არჩევნებში – 15-დან 9-მ უარი თქვა და ექვსი იყო კანდიდატი. კი იცით, მერე ჩატარდა ის ტური და 3 ადამიანი გამოვლინდა. საბოლოოდ აქ დამარცხებული არავინ არ არის რა – ეკლესიამ გაიმარჯვა. მთავარია ღვთის ნება გავიგეთ ჩვენ. ღვთის ნებას როცა გაიგებ და აღასრულებ, მაგაზე დიდი არაფერი არ არის. თორემ ის, რომ ვიღაცას ვიღაცა არ უყვარს – ეს არაფერი არ არის ღვთის წინაშე. ეს ისეთი ჯვარია, ყველას არ შეგვიძლია მაგის ტვირთვა” – ამბობს მეუფე იაკობი საპატრიარქო არჩევნებზე.
11 მაისს წმინდა სინოდმა 22 ხმით საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად შიო III აირჩია. შედეგები ასე გადანაწილდა: შიო III 22 ხმა; მეუფე იობი – 9 ხმა; მეუფე გრიგოლი – 7 ხმა; გაუქმდა 1 ხმა.
