Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პრემიერს აქვს კონკრეტული კითხვა ევრობიუროკრატების მისამართით, რა არის აქ გასაკვირი?!” – თენგიზ შარმანაშვილი

May 21, 2026
“ძალიან მძიმე შედეგია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას” – თენგიზ შარმანაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ განაჩენზე

მონური ფილოსოფიაა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არსებობენ რაღაც ზებუნებრივი უფროსები, რომლებსაც კითხვაც კი არ შეიძლება რომ დაუსვა – საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს კონკრეტული კითხვა ევრობიუროკრატების მისამართით. რა არის აქ გასაკვირი?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო არა ევრობიუროკრატია, არამედ ქართველი ხალხია.

„ეს არის რაღაც მონური ფილოსოფია, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არსებობენ რაღაც ზებუნებრივი უფროსები, რომლებსაც კითხვაც კი არ შეიძლება რომ დაუსვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს კონკრეტული კითხვა ევრობიუროკრატების მისამართით. რა არის აქ გასაკვირი?! აბა, მარტო დირექტივებს უნდა დავემორჩილოთ და თუ კითხვა გაგვიჩნდება არ უნდა ვკითხოთ?! ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ მათ და ასე დამამცირებლად უყურებენ ჩვენს სახელმწიფოს და ერს, ეს ბადებს შემდეგ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში. რომ ჩამოთვალეს 26 მაისს აქციას რატომ ატარებთო, ერთ-ერთი პირველი, რაც გამოკვეთეს იყო, ჩვენ უცხოელებს უნდა დავანახოთ რომ რაღაც ძალა კიდევ გაგვაჩნიაო. უცხოელებს კი არ უნდა დაანახო, ქართველ ხალხს უნდა დაანახო შენი სიმართლე, რომ მხარი დაგიჭიროს. ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება.

საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი – არა ევრობიუროკრატია, არა გარე ფაქტორები, არა ვინმეს რეიტინგები, არამედ ქართველი ხალხი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

წერილში ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს კითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, „როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის ეკუთვნის ფოთის სტრატეგიული სიმდიდრე?
  • 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • “ლევან ხაბეიშვილი ისჯება იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გაუჩინა რწმენა და საბრძოლო სულისკვეთება” – ირაკლი ფავლენიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge